17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
მომიტინგეების ნაწილი ამ დროისთვის მეტრო "რუსთაველთან" იმყოფება - დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს

მომიტინგეების ნაწილი ამ დროისთვის მეტრო "რუსთაველთან" იმყოფება - დემონსტრანტებმა ადგილზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს, ზოგ მათგანს კი ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი კოსტავას ქუჩაზე გადავიდა.

პარალელურად, მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კი თითქმის მთლიანად სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული. სპეცრაზმმა პარლამენტის შენობა აქციის მონაწილეებისგან წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლა.

 

დღის ამბები