პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია პრეზიდენტის პოზიციით. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ძალადობრივი ფაქტების რომანტიზება მოახდინა.
"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა ის, როგორც "სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები". ეს სირენები კი, შეგახსენებთ, რომ იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები. ანუ ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც ამის რომანტიზებას ახდენს პრეზიდენტი, არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. მიუხედავად იმისა, თუ რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მათ შორის პრეზიდენტს, ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი და როდესაც ხდება ძალადობრივი ფაქტები, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი არის ის, რომ მან ყველას მშვიდობისაკენ მოუწოდოს და არა პირიქით," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.