17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების დროულად შესრულების მოთხოვნით, აქციები გაიმართა რეგიონებშიც

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების დროულად შესრულებისს მოთხოვნით, აქციები თბილისის გარდა გაიმართა რეგიონებშიც. მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათ ხელისუფლებისგან ხმაურიანი კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების ბოლომდე შესრულება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა მოაწვეს მსვლელობა და მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

ანალოგიური აქცია გაიმართა ბათუმშიც. ევროპის მოედანზეც მოქალაქეები საქართველოს და უკრაინის დროშებით ხელში მივიდნენ. მათი თქმით, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას არ დაუშვებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან შესაბამისი შინაარსის ტრანსპარანტები ჰქონდათ.

 

 

დღის ამბები