"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა მოჰსენ მოჰებიმ განაცხადა, რომ ირანმა თავისი სამხედრო შესაძლებლობები გააუმჯობესა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მისი განმარტებით, ნებისმიერ მომავალ ომში, შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო დამანგრეველი იარაღი.
„ირანულ რაკეტებში გამოყენებული ქობინები გაცილებით დამანგრეველია, ვიდრე წინა ომებში გამოყენებული ქობინები იყო. თუ ახალი ომი დაიწყება, ირანული იარაღი ყველა ასპექტით სრულიად განსხვავებული იქნება“, - თქვა მოჰებიმ.