15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
მერაბიშვილის ინტერვიუ ძალიან სამარცხვინო იყო, თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციითა და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ სამარცხვინო იყო და მისივე თქმით,  მას ახალიც არაფერი უთქვამს.

კახა კალაძის განცხადებით, თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციითა და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან.

"ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო იყო, თუმცა ახალი ვერაფერი გავიგეთ. ყველაფერი, რასაც ვისმენთ ამ ხნის განმავლობაში, რატომ უნდათ არეულობა ქვეყანაში, რატომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა? ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად იყვნენ ხელისუფლებაში და ჰქონდეთ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა.  თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციითა და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან. საქართველოშიც და ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება დემოკრატიულად და ამას გადაწყვეტს მოსახლეობა. თუ ვინმე კანონის ფარგლებს გასცდება, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება,"- აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები