15 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
მერაბიშვილი კონსოლიდირების თვალსაზრისით შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი, მის ადგილას ნამდვილად მოვერიდებოდი ასეთი ტიპის საჯაროობას - ბაჩო დოლიძე

მმართველი გუნდის ბრალდებას, რომ ოპოზიციის მიზანია არეულობა ქვეყანაში მეორე ფრონტის გასახსნელად, ოპოზიციაში უარყოფენ.

" ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ მერაბიშვილი არ არის აქტიურ პოლიტიკაში და პარტიის მიზანია ყველანაირი გზით შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები.

"ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ პროცესებში ჩართოს ვანო მერაბიშვილი და მისი განცხადებები. სიმართლისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამ მის განცხადებაში კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. არავინ არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი არის გასახსნელი. ეს ადამიანი, კონსოლიდირების თვალსაზრისით, შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, მის ადგილას ნამდვილად მოვერიდებოდი ასეთი ტიპის საჯაროობას,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე.

"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, ფეიკ ნიუსები გაავრცელოს ვანო მერაბიშვილზე.

"ვანო მერაბიშვილი არის ანტიპუტინისტური საერთაშორისო მოძრაობის აქტიური წევრი. მისი აზრი აინტერესებს საერთაშორისო საზოგადოებას. "ქართული ოცნება" კი ცდილობს, რომ ფეიკ ნიუსები გაავრცელოს ვანო მერაბიშვილზე, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას" დასწამოს ცილი ე.წ. მეორე ფრონტზე, რაც არის ტყუილი,"- აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

დღის ამბები