ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
დაწესებულებაში სრულად რეაბილიტირდა და გაკეთდა გათბობისა და ელექტროობის ახალი სისტემა. პროექტის ღირებულება 600 ათასი ლარია.