15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე არის ქართველი ხალხი"-"ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარე

"ქართული ოცნება" ოპოზიციის ნაწილს ფაშისტურ მიდგომებში ადანაშაულებს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ იდევნებიან ადამიანები, რომლებსაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე განსხვავებული შეხედულება აქვთ. ამის მაგალითად მოჰყავთ უნივერსიტეტებსა და სკოლებში მომხდარ ფაქტები, რომელიც მათივე თქმით, წახალისებულია სწორედ ოპოზიციის მხრიდან.

ამასთან, "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ აქცია აწარმოა არა "ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ სამოქალქო აქტივისტებმა და სტუდენტებმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე არის ქართველი ხალხი. დიახ, ის კამპანია, რომელიც აწარმოვა ქართველმა ხალხმა და არა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ეს კამპანია იყო წარმოებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტების, სტუდენტების და რიგითი მოქალაქეების მიერ და ამას თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ეწოდება სწორი ადვოკატირების კამპანია,"-აცხადებს ვასო ურუშაძე.

დღის ამბები