18 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
ყვარელში, სოფელ შილდაში, კაცმა ბიძაშვილი დაჭრა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ბიძაშვილმა ბიძაშვილი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა,  49 წლის ელიზბარ გიგილოშვილს ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი გაურკვეველია, რადგან ახლობლებს კონფლიქტი წარსულში არ ჰქონიათ.

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. 

დღის ამბები