მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერი მთავრ ოპოზიციურ ძალას არასრულწლოვნების ბულინგსა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ მედიასთან დღეს სკოლაში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოპონენტები ლიბერალიზმის სახელით ფაშიზმის შეფუთვას ცდილობენ.
ნაცმოძრაობისა და მისი პარტნიორების ლუსტრაციას ე.წ. აგენტების კანონის ეფექტს უწოდებენ ქართულ ოცნებაში. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ კანონპროექტმა გაწვევის მიუხედავად, საკუთარი მისია შეასრულა და ყველა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ძალა გამოააშკარავა.
ბრალდებებს ფაშიზმსა და ბოლშევიზმზე უსაფუძვლოს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რომ მოქალაქეების მხრიდან ვნებათაღელვა მოჰყვა მმარტველ გუნდს არ უნდა უკვირდეს
მმართველი ძალის პოზიციას პროპაგანდისტულ ქმედებად აღიქვამენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ამბობენ, რომ პოლიტიკოსებს საკუთარი ნაბიჯების გამო მოქალაქეების შემწყნარებლობის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.
განსხვავებული მოსაზრების გამო ლექტორების აუდიტორიებიდან გაგდება, ფსიქოლოგიური ძალადობა არასრულწლოვნებზე და მოწოდებები პოლიტიკოსების ოჯახების წინააღმდეგ - ეს ის საკითხებია, რის გამოც უმრავლეოსბის თქმით, ფაშიზმის ასოციაცია ჩნდება. დეპუტატები ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოების გახლეჩვისგან თავშეკავებას ურჩევენ.
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა პოლიტიკოსებს შორის 7-9 მარტის აქციების დასრულების შემდეგ დაიწყო.