10 მაისი 2024,   08:49
ვრცლად
ისრაელმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაბლოკა

ისრაელმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაბლოკა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ჰაარეცი" წერს, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ისრაელში ჩასვლის პრობლემას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ უქმნის, რაც მან 2 დღის წინ ისრაელის მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა.

გამოცემის ცნობით, ბორელმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა ინტერესი ისრაელსა და პალესტინაში ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ ისრაელმა მიანიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობას არ აპირებს.

დღის ამბები