10 მაისი 2024,   10:37
ვრცლად
მეწყერი კალიფორნიაში - მეხანძრეებმა კალიფორნიის ორანჯის ოლქში, სან კლემენტეში მაცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინეს

მეწყერი კალიფორნიაში - მეხანძრეებმა კალიფორნიის ორანჯის ოლქში, სან კლემენტეში მაცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს.

მეწყერმა სამი საცხოვრებელი კორპუსი ჩამონგრევის საფრთხის წინაშე დააყენა. ოლქის სახანძრო ორგანოს განცხადებით, დაშავებულები არ დაფიქსირებულან.

მეწყერი უამინდობას მოყვა. ძლიერმა წვიმამ და ალპური თოვლის დნობამ მდინარეების ადიდება გამოიწვია.

კალიფორნიის გუბერნატორმა 58 ოლქიდან 43-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოთხშაბათს 130 ათასზე მეტი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

დღის ამბები