27 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტ- კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ პეტრიწის ქუჩაზე, სადაც არასრულწლოვანი გოგონა უგონო მდგომარეობაში ნახეს.

სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლოვანის ცხედარი გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა უტარდება.

გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, ოფიციალური ინფორმაცია არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებია. გოგონას დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს დაიწერა, მას ოჯახის წევრები ეძებდნენ.

დღის ამბები