გიორგი მარგველაშვილის განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა. "როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან" - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რესურსი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის წინა წლებშიც ცდილობდა ოპოზიციის გაერთიანებას, თუმცა დეტალები ხელს უშლიდა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე უმრავლესობაში ამბობენ, რომ ძირეული ცვლილებების მოხდენა მარგველაშვილს ქართულ პოლიტიკაში არ შეუძლია.
"პრეზიდენტი მოქმედიც და ყოფილიც მნიშვნელობა არა აქვს, სწორედ იმიტომაც არის ეს სიმბოლური თანამდებობა და თითქოს ეს სიმბოლურობა თითქოს დაკნინებააო, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს არის სიძლიერე პრეზიდენტის ინსტიტუტის არის მის სიმბოლურობაში და ეს არის სიმბოლო ერთიანობის, შფოთვის და ერთმანეთთან გარკვეული უთანხმოების აღმოფხვრის და შერიგების. და როდესაც პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს მის სტატუსს ამ შემთხვევაში ყოფილი არის თუ არა, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი თავად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, რადიკალიზმის წახალისებაში ეს არ შეესაბამება მის სტატუსს. ამიტომ, ის არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, ის გახლავთ ყოფილი პრეზიდენტი და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მძაფრად არის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ჩართულია დესტრუქციაში.
ჩვენ ასეთი ვიცით ერთი პრეზიდენტი, რომელიც იმდენად დესტრუქციაში გადავიდა, რომ ბოლოს საქართველოში გადატრიალება მოინდომა და შემოიპარა საქართველოში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.