უკრაინაში ომის 391-ე დღეა. რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სუმის ოლქის 3 დასახლებას. ასევე, დაბომბეს ხერსონის ოლქის 2 სოფელი, დაჭრილია 3 მოქალაქე. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ქალაქი ავდიივკა, შესაძლოა მალე "მეორე ბახმუტი" გახდეს.
აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ ყირიმშიც. უკრაინული თავდაცვის ინფორმაციით, ოლქში რუსული "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები, სარკინიგზო ტრანსპორტირების დროს გაანადგურეს.
აშშ უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს აანონსებს. პაკეტში ძირითადად სხვადასხვა ტიპის ტყვია-წამალი და იარაღი იქნება. ნორვეგიამ კი საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს 8 გერმანული წარმოების ლეოპარდ-2 ის ტიპის ტანკი და 4 დამხმარე მანქანა მიაწოდა.