15 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის ჩაგდებას, მოვუწოდებ პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე - იენს სტოლტენბერგი 

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიესალმება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას.

როგორც სტოლტენბერგმა 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე.

„მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა, თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. ასე რომ, მივესალმები, რომ ინიციატივა უკან გაიწვიეს და მას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და, რა თქმა უნდა, ნატო-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიულიი ინსტიტუტების გასაძლიერებლად, დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურის და კორუფციის დასამარცხებლად. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. ნატო განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა

დღის ამბები