21 დეკემბერი 2024,   17:49
ვრცლად
პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტზე 2 პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტზე 2 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით, უკანონოდ დაეუფლა 150 ათას ლარს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ უკანონოდ მითვისებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დღის ამბები