15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
როგორც ჩანს, ახალ იწყება თვითგვემის ახალი ციკლი-გიორგი ცაგარეიშვილი სააკაშვილზე 

როგორც ჩანს ახალ იწყება თვითგვემის ახალი ციკლი- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არსებულ განცხადებებს. 

როგორც გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, სააკაშვილის მიზანი ახლა არის, რომ პოლონელ ექიმებს დაანახოს მისი "მძიმე" ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

"როგორც ჩანს ახალ იწყება თვითგვემის ახალი ციკლი. პატიმარ სააკაშვილი უნდა, რომ სწორედ პოლონელ ექიმებს დაანახოს, რომ ის არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. იმიტომ, რომ ის არის ვითომდა მოწამლული, არადა ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს, ან იღებს ნაკლებად კალორიულ საკვებს.

ანუ, არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები მიირთვას სააკაშვილმა, ანდა მიირთვას ისეთი საკვები, რაც გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებას. ეს არის ტრაგიკული რეალობა, რომელშიც ის ცხოვრობს და რომელშიც იგი აცხოვრებს დანარჩენ საქართველოს,"-აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები