15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
საწვავის ფასები შემცირებულია, გრძელდება დიალოგი საწვავის იმპორტიორებთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა განაცხადა, რომ საწვავის ფასები შემცირებულია და მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საწვავის ფასი კიდევ უფრო შემცირდეს:

"ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის ფასიც. 
ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სურსათის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, უკვე გაიაფდა მას შემდეგ, რაც დავაანონსე მთავრობაზე ჩვენი გეგმა, რომ ძალიან მალე პარლამენტს წარმოგიდგენთ ახალ კანონპროექტს, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, იმპორტიორსა და გამყიდველს შორის, საცალო ქსელებს შორის ურთიერთობას. დღეს უკვე 20-30%-ით არის შემცირებული ფასები სურსათზე, ძირითად პროდუქტებზე და ასევე, ჩვენი ვარაუდით, კიდევ უფრო დაიკლებს მომდევნო თვეებში, მას შემდეგ, რაც ამ კანონს მივიღებთ და ახალ რეგულაციებს შემოვიტანთ. მთლიანობაში გვაქვს კონკრეტული ხედვები დევნილების სახლების მშენებლობა იქნება, თუ გაუმჯობესებული სერვისები იქნება, ყველა მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ სერიოზულ პროგრესს,"  -  განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები