27 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
უკრაინაზე თავდასხმები გრძელდება - ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონში საარტილერიო ჭურვებიდან 300-ჯერ ისროლეს

უკრაინაზე თავდასხმები გრძელდება. ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონში საარტილერიო ჭურვებიდან 300-ჯერ ისროლეს. დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი. რუსები კვლავ უშედეგოდ ცდილობენ ავდიივკას ალყაში მოქცევას.

ოკუპანტებმა ანექსირებული ტერიტორიიდან თავისი მიმდევრების ევაკუაცია დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ბიზნესმენები ყირიმში საქმიანობას აჩერებენ და უძრავ ქონებას ყიდიან.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ფუნდამენტურ შიდა ტრანსფორმაციას განიცდის. უსაფრთხოების თანამშრომლები შიდა საფრთხეებს ანეიტრალებენ. შევხვდი მსოფლიო ბანკის დელეგაციას. ჩვენ არ ვკარგავთ არცერთ დღეს და ყველა დონეზე ვმუშაობთ. განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერის მიმდინარე პროექტები და ასევე პერსპექტიულ ახალ პროგრამებზეც ვისაუბრეთ. ყურადღება გავამახვილეთ რეკონსტრუქციაზე - ყველაფერზე, რაც უნდა გაკეთდეს უკრაინის ბევრ ქალაქსა და სოფელში, რომლებიც ოკუპანტების მიერ ტერორისტული თავდასხმების ქვეშაა. მტერმა უნდა იცოდეს, რომ არ ვაპატიებთ ჩვენს ხალზე თავდასხმას,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები