02 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
"არაერთი სხვა ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე პროფესორ-ენდოკრინოლოგები მოვიწვიე, შევთავაზე, ყველაზე კატეგორიული უარი იყო"- ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

ექიმების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მათ მითითებებს ისევ არ ემორჩილება, არ ჭამს და თვითდაზიანების რეჟიმშია. განცხადება "კურიერთან" ენდოკრინოლოგმა გააკეთა.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილი იმ კალორიების მეოთხედს იღებს, რაც მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაა აუცილებელი. 

"ძალიან ცოტას იღებს საკვებს და შესაბამისად გამოდის დაბალი კალორია. ანუ, რეალურად რაც უნდა მიიღოს, იმის მეოთხედს ან კარგ შემთხვევაში მესამედს იღებს. თუმცა კიდევ გიმეორებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ენდოკრინოლოგის დანიშნულება, რომელსაც ის არ ასრულებს. მე არაერთი სხვა ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე პროფესორ-ენდოკრინოლოგები მოვიწვიე, შევთავაზე ყველაზე კატეგორიული  უარი იყო. მოწამლული ვარ, ვერ ვჭამ მისი სუბიექტური გადმოცემით ასეა," - აცხადებს ექიმი სოფო მებუკე.

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები