24 აგვისტო 2026,   10:48
ვრცლად
პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ბრალდებით მარტის აქციის მონაწილე დააკავეს - ბრალის შინაარსი პოლიციელზე თავდასხმა და ნივთის დაზიანებაა

პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ბრალდებით მარტის აქციის მონაწილე დააკავეს - ბრალის შინაარსი პოლიციელზე თავდასხმა და ნივთის დაზიანებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველები დაშავდნენ.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

უწყების ინფორამციით, დაკავებულს წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელი ედო. ის პასუხისგებაში იყო მიცემული ოჯახური დანაშაულისათვისაც.

დღის ამბები