15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
"ჩვენი ამოცანაა დავიხსნათ ლაზარე პატიმრობიდან" - როგორ აფასებენ პოლიტოკოსები ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას

"თბილისის პრაიდის" წევრი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ დაკავებულ ლაზარე გრიგორიადის მოქალაქეების მხარდაჭერა სჭირდება. 

"ლაზარეს სჭირდება ყველა მოქალაქის მხარდაჭერა. ეს არის რეპრესიული რეჟიმის ნიშნები, როდესაც ადამიანები აპროტესტებენ ქვეყნის საგარეო კუთხის ცვლილებას და ხელისუფლება ასეთი მეთოდებით ცდილობს გასწორებას. არაფერს ნიშნავს ჩემთვის, თუნდაც ის რომ მოლოტოვი ესროლა ლაზარეს იმ აქციაზე ამ საქმის სამართლებლივ დეტალებში ჩასვლას აზრი არ აქვს,"- აცხადებს თაბაგარი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ლაზარეს დახსნა პატიმრობიდან აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

"ჩვენი ამოცანაა დავიხსნათ ლაზარე პატიმრობიდან. ის უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისგებიდან. ვინც ვიყავით აქციაზე ყველა გზით უნდა დავიცვათ ლაზარე ამ წნეხისგან,"- აცხადებს ვაშაძე.

"ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება დემოკრატიული გზით უნდა შეიცვალოს. 

"წარსული რასაც გვაჩვენებს, ეს რეჟიმი რეაგირებს, მხოლოდ მასობრივ პროტესტზე კომბინაციაში საერთაშორისო წნეხთან. საბოლოო ჯამში ყველა ამ საფრთხის გაქრობა მოხერხდა მხოლოდ ამ ხელისუფლების დემოკრატიული შეცვლით,"- აცხადებს ბოკერია.

 

 

დღის ამბები