18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
უსაფრთხოების მიზნით "ფაბრიკიდან" მოქალაქეების ევაკუცია განხორციელდა

უსაფრთხოების მიზნით "ფაბრიკიდან" მოქალაქეების ევაკუცია განხორციელდა.

ინფორმაცია ამის შესახებ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნესტან მამაცაშვილმა დაგვიდასტურა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სამართალდამცველების და სპეციალური სამსახურების მიერ მთელი ტერიტორიის შემოწმება მიმდინარეობს.

ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე "ფაბრიკის" ტერიტორიაზე პოლიცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 112-ში შევიდა შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

დღის ამბები