24 აპრილი 2024,   07:27
ვრცლად
პლეხანოვზე "ფაბრიკასთან" პოლიციის მობილიზებაა

ამ წუთებში, პლეხანოვზე, "ფაბრიკის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილზებულნი.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პოლიციის მობილიზება 112-ში შესულ შეტყობინებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც "ფაბრიკის" ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

 არის თუ არა ეს ცრუ შეტყობინება, ამის გასარკვევად შსს-ს დავუკავშირდით.

"ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები და მუშაობენ. ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს გეტყვით," - აცხადებენ უწყებაში ამ დროისთვის.

ადგილზე იმყოფება "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დღის ამბები