04 მაისი 2024,   12:36
ვრცლად
თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს

თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

"მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4 სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე.

ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ,: - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები