27 აპრილი 2024,   01:53
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართება. "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში დადანაშაულებულის გათავისუფლებას ითხოვენ. 

როგორც ლაზარე გრიგორიადისის მამა ამბობს, მისი შვილი არც ერთ პარტიაში გაწევრიანებული არ არის. 

"ჩემი ბიჭი არც ერთ პარტიაში არ იყო და არასდროს არ ყოფილა. იქ არ იყო ვიღაცის დაძახებულზე მისული. ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო და გამოვარდა სახლიდან და დადგა იქ, სადაც იყო," - აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი.

აქციაზე იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

"ამ ეტაპზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანი იყოს პროტესტი. ოღონდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოწმდება მტკიცებულებები ამ ნიჭის მიმართ და აღმოჩნდება, რომ ეს მტკიცებულებები რეალურია, რაც ახლა არ ვიცი, რჩება უზარმაზარი საკითხი შერჩევითი სამართლის,“ - აცხადებს გიგა ბოკერია. 

დღის ამბები