20 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯი თანამშრომლობას იწყებს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯი თანამშრომლობას იწყებენ.

გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

თანამშრომლობა ასევე მოიცავს კვლევების ჩატარებასა და აკადემიური პროგრამებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

დღის ამბები