21 აგვისტო 2026,   01:22
ვრცლად
სპეციალური ოპერაციების ძალების აერომობილური მომზადების კურსი დასრულდა

სპეციალური ოპერაციების ძალების აერომობილური მომზადების კურსი დასრულდა. სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მუხროვანის ბაზაზე მიმდინარეობდა, სადაც მსმენელებმა საპარაშუტო და აერომობილური მომზადება გაიარეს.

კურსის დასრულების ცერემონიალი მუხროვანში გაიმართა, სადაც კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსმა გადასცა. ცერემონიალს დაზვერვის სასწავლო სკოლის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.

დღის ამბები