15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
პოლიტიკური პარტნიორობა და გამჭვირვალედ თამაში არ შეუძლია - დავით კეზერაშვილის ოლიგარქიულ ამბიციებზე მისი ყოფილი პარტნიორი, გიგა  ბოკერია საუბრობს

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ექს-ძალოვანს პოლიტიკური პარტნიორობა და გამჭვირვალედ თამაში არ შეუძლია. ბოკერიას მოსაზრება დღეს ირიბად "ნაციონალური მოძრაობიდან" ახლახანს წამოსულმა ხატია დეკანოიძემაც გაიზიარა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ შეუთანხმებლობის გამო პარტიიდან წამოსვლის შემდეგ, ის გარკვეული ძალების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნედ იქცა.

კეზერაშვილის ოლიგარქიულ მისწრაფებებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის, მის მიერ ნაციონალურ მოძრაობაში გატარებული პოლიტიკური სელექციაც ადასტურებს. ირაკლი კობახიძის თქმით, კეზერაშვილი ფლობს მედიას, აფინანსებს პარტიებს და ფსონს მხოლოდ პოლიტიკურ მარიონეტებზე აკეთებს, რაც მის რეალურ მიზნებს ააშკარავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ძალოვანი "ნაცმოძრაობის" ახალი მენეჯმენტის ღია მხარდამჭერია, მასთან კავშირს პარტიის წევრები კვლავ უარყოფენ. ამტკიცებენ, რომ კეზერაშვილისგან დაფინანსება არ მიუღიათ.

უკრაინული კანონის მიხედვით, კეზერაშვილი ოლიგარქის დეფინიციას აკმაყოფილებს გახარიას თანაგუნდელებისთვის. პარტია საქართველოსთვის წევრები ყოფილი მაღალჩინოსნის ქმედებებს მიღმა, ჩრდილოვანი მმართველობის ნიშნებს ხედავენ.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის პერსონა, პოლიტიკური დესტაბილიზაციის სურვილთან და ჩრდილოვან მმართველობასთან ასოცირდება საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლები ოპოზიციაში წასულ არადეკლარირებულ ფინანსებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ოპონენტები დეოლიგარქიზაციის კანონის წინააღმდეგ სწორედ კეზერაშვილის დასაცავად მიდიოდნენ.

დავით კეზერაშვილის სატელევიზიო ინტერვიუ უკვე ორი დღეა ქართული პოლიტიკური სპექტრის განხილვის საგანია. სახელისუფლებო ძალის შემდეგ, მას ოლიგარქიული მისწრაფებებში უკვე ყოფილმა პარტნიორებმაც დასდეს ბრალი.

დღის ამბები