15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
საზოგადოება ემიჯნება დესტრუქციულ და სისხლიან ნარატივს, სწორედ ამის გამო, აღმოჩნდება ხოლმე არჩევნებზე, რომ ოპოზიცია არის სრულიად გაბანკროტებული-მიხეილ სარჯველაძე ​

გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ტრენინგს ატარებს, დღეს კიდევ ერთხელ ეხმაურება მმართველი გუნდი.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მსგავსი სახის ტრენინგებით ოპოზიციის "რადიკალური" ნაწილი ცდილობს რევოლუციური სცენარის განვითარებას და მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციურ სცენარს ხედავს იმის საშუალებად, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

"როგორც ჩანს, მათი წარმოდგენით ვიდრე სისხლი არ დაიღვრება და ბომბები არ ჩამოცვივდება, მანამდე ისინი საკუთარ შანსებს ხელისუფლებაში მოსასვლელად და პოლიტიკური წარმატების მიღწევისთვის უბრალოდ ვერც აღიქვამენ. ამიტომ, აქვთ, რა თქმა უნდა, ერთადერთ ინსტრუმენტად პოლიტიკურ ბრძოლის და ხერხის- ეს არის მათ ხელში სისხლიანი რევოლუციის სცენარები, სხვა იდეაა არ აქვთ, როგორც ჩანს. რა თქმა უნდა, ეს ერთის მხრივ დასანანია და მეორეს მხრივ, ეს არის ისეთი რამ, რასაც საზოგადოება უნდა გაემიჯნოს და ემიჯნება კიდეც. თვითონ უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი ნარატივების განვითარება, ასეთი დესტრუქციული და სისხლიანი დღისწესრიგების შეთავაზება არის ის, რის გამოც, აღმოჩნდება ხოლმე არჩევნებზე, რომ ისინი არიან სრულიად გაბანკროტებულნი,"-აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები