გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ტრენინგს ატარებს, დღეს კიდევ ერთხელ ეხმაურება ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის "ტრენინგი" დანაშაული არ არის.
ამბობენ იმასაც, რომ "ქართულ ოცნების" მიერ ოპოზიციის მიმართ დაწყებულ არცერთ პროპაგანდისტულ ხაზი არ დასრულებულა მმართველი გუნდის წარმატებით.
"მე არ მინახავს ჩანაწერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის პროპაგანდის ხაზი, რომელიც "ქართულ ოცნებას" უკვე 11 წელია აქვს და სამწუხაროდ არც ერთი პროპაგანდისტული ხაზის გამაძლიერებელი გამოძიება, ან რაიმე კონკრეტული გზავნილი არ დამთავრებულა წარმატებით,"-აცხადებს პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე.
ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი კი მიიჩნევს, რომ თუ კი, მმართველ ძალას სურს ოპოზიციის დემონიზება, მაშინ კანონში შესაბამისი ცვლილებები უნდა განახორციელონ.
"არ მინახავს, მაგრამ რა არის ამაში დანაშაული - მე დანაშაულს ამაში ვერ ვხედავ. თუ "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ამით მოახდინოს ოპოზიციის დემონიზება, ან კონკრეტულად ზურა ჯაფარიძის, შეუძლიათ შემოიტანონ კანონი, რომელიც აკრძალავს ახალგაზრდების კავშირს პოლიტიკოსებთან,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სურამში პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერები, ახალგაზრდებს ახალგაზრდებს შეხვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას 40-მდე ახალგაზრდა დაესწრო, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. არსებული ინფორმაციის თანახმად, ზურა გირჩი ჯაფარიძემ, შეკრიბილებს ტრენინგი ჩაუატარა, სადაც საუბარი შეეხო, საპროტესტო აქციების დაგეგმას, ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას და როგორ მოიქცნენ აქციებზე. მათ შორის, რა საშუალებებით უნდა შეეწინააღმდეგონ, სამართალდამცველებს. თამარ შარიქაძე დეტალებით