15 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
მოვისმინე შემაშფოთებელი ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი - პრემიერი იუსტიციის საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები მოისმინა. 

მისივე თქმით, შეხვედრა იყო დახურული და საუბრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება, თუმცა მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოისმინა შემაშფოთებელი ინფორმაციაც გარკვეულ ჩარევებსა და ზეწოლებზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ ბუნებრივია ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი მე ვიტყოდი, იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - მიიღო თუ არა პრემიერმა დიმიტრი გვრიტიშვილისგან ინფორმაცია ზეწოლაზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

„მე გიდასტურებთ, რომ მივიღე ეს ინფორმაცია. ამის თაობაზე მოგახსენებთ მოგვიანებით. მივიღე ინფორმაცია, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები