15 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს მეხი, ზოგიერთს კი უნდა იყოს გაზაფხული, როლების გადანაწილებაში, ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს - თალაკვაძე ოპოზიციაზე  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის შიგნით,  რადიკალური პროცესები მიმდინარეობს და როლების გადანაწილებაში, ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს:

"რადიკალური ოპოზიციის შიგნით, ასევე რადიკალური პროცესები მიმდინარეობს. ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგიერთს კი უნდა იყოს გაზაფხული. ამ როლების გადანაწილებაში, ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუება მოაქვთ ოპოზიციური ელექტორატისთვის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

გუშინ, რუსთაველის გამზირზე, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. 

დღის ამბები