15 ნოემბერი 2024,   06:11
ვრცლად
ვინც აქციაზე მის გვერდით იდგა, ნამდვილი ოპოზიციონერია, დანარჩენები თვითმარქვიები არიან - ლევან ხაბეიშვილი მტრებს ოპოზიციაში ეძებს

ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც ჯერ "ნაციონალური მოძრაობა" გახლიჩა, ახლა მტრებს ოპოზიციაში ეძებს. ოპოზიციის ამ ნაწილისთვის კი ის უბრალოდ მერაბიშვილ-კეზერაშვილის ხელის ბიჭია.

ოპოზიცია - ოპოზიციის წინააღმდეგ. სხვა პარტიების გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს უკვე მერამდენედ ემიჯნებიან საკუთარ პარტიაში. ლევან ხაბეიშვილს ოპოზიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში თავად "ნაციონალები" ადანაშაულებენ. ყოფილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს დღეს, აქციაზე მისული ხალხიც დაუთვალეს. უთვლის ყველა: ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. უფრო ხალხმრავალი შეკრების სანახავად კი, ზარქუა ხაბეიშვილს დაბადების დღეზე ეპატიჟება.

ოპოზიციის ხაბეიშვილისეულ შეფასებას არასერიოზულად აღიქვამენ კოლეგა პარტიების ლიდერები. პოლიტიკოსები, რომლებმაც ხაბეიშვილის ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა არ მიიღეს ამბობენ, რომ დადგებიან იქ სადაც ქართველი ხალხი დგას და არა ნაცმოძრაობის აქტივი.

ოპოზიციონერი კოლეგები დღის ბოლოს ლევან ხაბეიშვილის კრიტიკის ობიექტი მათი შეფასებების გამო კიდევ ერთხელ გახდნენ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, სოციალურ ქსელში ოპოზიციონერების ნაწილს ექსპერტული მოსაზრებები დაუწუნა. დაწერა, რომ მათი ნაწილი მმართველი პარტიის რიტორიკის ღია გამტარია.

ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, მხარზემოთ წამოწოლილები წამომდგარან. ვიღაცები პირდაპირ ქოცების, რუსული ოცნების მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის - მათი არჩევანი და ნებაა.

დაპირისპირებამ ოპოზიციაში მმართველი გუნდი დღეს ხუმრობის ხასიათზე დააყენა. უმრავლესობის წევრებმა ხაბეიშვილს აქციაზე მისულ მხარდამჭერთა რაოდენობაც დაუწუნეს. თქვეს, რომ ოპონენტების უმრავლესობა ამ დროისთვის თითქმის სრულად მარგინალიზებულია.

ნაციონალური მოძრაობის ახალა თავმჯდომარემ, ხმაურიანი განცხადებას 9 აპრილს გამართულ პარტიულ აქციაზე გააკეტა. პოლიტიკოსმა მმართველი ძალის წინააღმდეგ, გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლაც, გუშინ კიდევ ერთხელ დააანონსა.

დღის ამბები