15 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა #ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, ღონისძიება დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეების როლზე და ქცევის (ეთიკის) კოდექსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, ამ ტიპის შეთანხმება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და ხელს შეუწყობს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.

დოკუმენტს ხელი 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა 11-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ მოაწერა.

დღის ამბები