15 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ადამიანმა ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ ევროპელი პენსიონერები გაძარცვა და ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში - შალვა პაპუაშვილი

BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტს, სადაც თაღლითობის საქმეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავარ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი ქვეყანაში არეულობის შემოტანას გეგმავს.

"კეზერაშვილს იფარებს ევროპა. ვხედავთ ჩვენ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. ვხედავთ, თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკური პარტიებს, მედიებს, არასამთავრობო სექტორს. ადამიანმა ჯერ ჯარს მოპარა 5 მილიონი, შემდეგ ევროპელი პენსიონრები თაღლითური სქემით გაძარცვა და ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში. სამწუხაროა, რომ ხდება იმავე შეცდომის გამეორება, რაც იყო დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა დავით კეზერაშვილია ევროპულ ქვეყნებს შეფარებული და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში.

მე იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ შეხედავენ სერიოზულად ევროპელი ქვეყნები ამ საკითხს და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები