BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც თაღლითობის საქმეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავარ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული, პარლამენტის გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ სიუჟეტი მტკიცებულებაა მისი საქმიანობის.
"ახლა უკვე BBC-მაც დაადასტურა ის და პირდაპირ უთხრა კეზერაშვილს, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ის, რომ დაიწყო კეზერაშვილმა პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე თქვა, რომ დიახ, მე ვაფინანსებ, პოლიტიკაშიც ვაფინანსებ, ახლა მიიღო ის, რომ აბრალებდა სხვას, ის და მისი წარმომადგენლები ამ ქოლცენტრების არსებობას და ევროპელი პენსიონრების თანხების მითვისებას და ახლა თავად ევროპა უნდათ. თავად საერთაშორისო სააგენტომ თქვა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.