24 აგვისტო 2026,   23:15
ვრცლად
ვაკის პარკის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება, დღეს დაიკითხება გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი პირველმა დაათვალიერა

ვაკის პარკის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება, სასამართლო პროცესი ნივთმტკიცებების გამოკვლევით და ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება.

დღესაც, წინა სხდომის მსგავსად, კითხვებს უპასუხებს ერთ-ერთი გამომძიებელი, პროცესი ერთი საათია განახლდა.

პროკურორის თქმით, დღეს დაიკითხება გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი პირველმა დაათვალიერა. 

"დღეს დაიკითხება საქმის გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. დასტურდება, რომ დათვალიერების დროს უშუალოდ აღმოაჩინეს დაზიანებული კაბელი და ჩატარდა ცდა ჟონავდა თუ არა მაგ კაბელიდან, შესაბამისად ამ მოწმის დაკითხვა მნიშვნელოვანია,"- აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი. 

დღის ამბები