მმართველი გუნდის განცხადებით, ბრიტანული მაუწყებლის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალა ეჭვს არ იწვევს. საქმე ეხება, საერთაშორისო მედიის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც გაიშიფრა ე.წ. ქოლ-ცენტრების დანაშულებრივი სქემა და რომლის მთავარი აქტორი, დავით კეზერაშვილია.
მათივე თქმით, BBC-ი ერთ-ერთი ის მედია საშუალებაა, რომელიც მთელს მსოფლიოში მაღალი სანდოობით სარგებლობს.
"ძალიან მძიმე შინაარსის ბრალდებასთან გვაქვს საქმე, ამბავთან, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაც გაიშიფრა და ითქვა ხმამაღლა, სანდო წყაროდან, შესაბამისად დამაჯერებელია. ბრალდება მიემართება ბატონი კეზერაშვილისკენ, გამოხმაურებები, რომელიც ჰქონდა კეზერაშვილს, რა თქმა უნდა, სრულიად არადამაჯერებელია,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.