BBC-ის საგამოძიებო ფილმში ერთ-ერთი ეპიზოდი ეძღვნება "მილტონ ჯგუფის" 3 წლის იუბილეს, სადაც ასობით ადამიანია შეკრებული, სწორედ ეს ადამიანები არიან, იმ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც მხილებული არიან თაღლითური სქემით პირებისთვის თანხების გამოძალვაში.
ფილმში ნაჩვენებია იუბილის ამსახველი კადრები, სადაც ისმის დავითის სახელი და მას ყველაფრის შემოქმედად მოიხსენიებენ.
გამოძიების მიხედვით დგინდება, რომ ეს დავითი არის დავით თოდუა. დავით თოდუასთან ერთად BBC-ის ჰყავს კიდევ გაშიფრული რამდინიმე პერსონა, რომელბიც დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორები არიან.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის "საგამოძიებო ფილმი- ვიდეო მასალა 46 წუთიანია, რომლის მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია.
"მისტერ ოფშორი" - ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა.
აღმოჩნდა რომ BBC-ს კამერა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც იღებდა. პროკურორებს ოფისებში ჩართული კომპიუტერები დახვდათ, საიდანაც ასობით მტკიცებულებაა ამოღებული.
საგამოძიებო ფილმის მიხედვით თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 000 მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონერებიც. ბიბისის გადაღებული აქვს "მისტერ ოფშორის" ჩელსიში მდებარე 18 მილიონ ფუნტად შეფასებული სახლიც. ჟურნალისტური გამოძიება დაზარალებული პენსიონერების გარდა საუბრობს იმ ათასობით ახალგაზრდაზეც, რომლებიც სქემაში ჩართეს და ბონუსად პენსიონერების თანხიდან პროცენტები დაუნიშნეს. ოფისები კი ევროპის ქვეყნების გარდა ძირითადად კიევსა და თბილისში იყო განთავსებული.
BBC-ის სქემაში საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე რომლებიც იყვნენ კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორები. სქემაში მათ კონკრეტული ფერებით განასხვავებდნენ. მაგალითად რატი ჭელიძე არის -ლურჯი ფერით აღნიშნული, ვარდისფერით გურამ გოგეშვილი. ეს ადამიანები დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორები არიან.
აღნიშნულ ფაქტსთან დაკავშირებით, კომენტარი გაკეთდა საქართველოს პროკურატურაშიც. სადაც საუბარია დეტალურად იმ საგამოძებო მოქმედებებზე რასაც ქართველები ევრო ჯასტთან ერთად ატარებენ. უწყებაში განმარტავენ რომ სქემაში მონაწილე პირების ნაწილი დაკავებულია, ნაწილზე კი გამოძიება ისევ მიმდინარეობს.