მმართველი გუნდის განცხდებით, ბრიტანული მაუწყებლის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალა ეჭვს არ იწვევს.
მათივე თქმით, BBC-ი ერთ-ერთი ის მედია საშუალებაა, რომელიც მთელს მსოფლიოში მაღალი სანდოობით სარგებლობს.
"ძალიან მინდა, რომ დავიცვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა როდესაც მთავარი აქტორი გახლავთ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ძალიან ძნელია არ ირწმუნო. მთელს სამყაროს მიაჩნია, ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინსტიტუციად ბრიტანეთის მართლმსაჯულება.
ვფიქრობ, მას მოუწევს თავის მართლება, როგორც ერთ ინსტიტუციაში, ისე იმ მედია ფლაგმანის წინაშე, რომელიც პირდაპირ დებს ბრალს ამ უბინძურეს დანაშაულში,"-აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.