ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ მას თანამდებობის დატოვება იმ მიზეზით მოსთხოვეს, რომ ნიკა მელიას გუნდის წევრი არის.
მისთვის, ის არგუმენტები რის გამოც გადადგომას სთხოვენ - მიუღებელია და შესაბამისად, თაბამდებობის დატოვებას არ აპირებს:
"მითხრეს, რომ უნდა დამეტოვებინა თანამდებობა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიყავი მელიას გუნდის წევრი. მითხრეს, რომ შეიძლება შენ ეგრე არ ფიქრობდე, მაგრამ გარედან ეგრე ჩანსო. არგუმენტები, რის გამო უნდა დავტოვო თანამდებობა, ჩემთვის მიუღებელია, სხვა არგუმენტები არა არსებობს, ამიტომ არ ვაპირებ ფრაქციის თანამდებობის დატოვებას და ფრაქციის თავმჯდომარე ვინ იქნება დღეს, ვინ იქნება ხვალ, ამას წყვეტს ფრაქციის უმრავლესობა ქალაქ ბათუმის და არა ახალი მენეჯმენტი,“ - აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე.