21 აგვისტო 2026,   15:16
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში - 
პროექტი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში უნდა დასრულდეს. ეწყობა 3 300 მეტრი სიგრძის გზა. საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის გამოყოფილი, დაფინანსებაში ჩართულია ადგილობრივი მერიაც.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები