რიკოთზე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულებმა აქცია გაიმართეს. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება. "ჩინეთის სამშენებლო კოოპორაციის" მძღოლები მეორე დღეა გაფიცულები არიან. მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.
კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოთხოვნების გაცნობამდე ვერ გააკეთებენ.