15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მესამედ ჩავარდა - უმრავლესობამ რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა

საპარლამენტო უმრავლესობამ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ისევ ჩააგდო. მმართველმა გუნდმა, წინა ორი შემთხვევის მსგავსად, რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა.  მანამდე, საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობის ორჯერ ჩავარდა. 

"ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით რეგისტრაციას," - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

განცხადება გააკეთა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. 

"რომ არა პრინციპული გადაწყვეტილება, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, უამრავი ბერკეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც, რომ თქვენ მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ და ეს თქვენ იცით. უბრალოდ არის ასეთი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მიმართ. ამას ვერ ხვდებით, იმიტომ რომ კომისიაშიც შემდეგ უამრავი ბერკეტი გვაქვს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სოლიდარობას ქართულ სახელმწიფოს და სასამართლოს ვუცხადებთ თქვენგან განსხვავებით და თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.  

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, კიდევ ერთხელ გამოაცხადოს კენჭისყრა  და მოუწოდოს უმრავლესობის წევრებს, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება განახორციელონ. 

"მოგმართავთ თხოვნით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კიდევ ერთხელ გამოაცხადოთ კენჭისყრა და რეგისტრაცია და მოუწოდოთ უმრავლესობის წევრებს, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს პარლამენტს. ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და თითოეული თქვენთაგანი, რომელიც ახლა ასრულებს დირექტივას, რომ არ გაიაროს რეგისტრაცია, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს პარლამენტი მესამე დღეა პარალიზებულია, იმიტომ რომ უმრავლესობა არის ბოიკოტის რეჟიმში და ხელისუფლება, რომელიც აქამდე იყო უზურპირებული, ახლა არის უკვე სრულად პარალიზებული. მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

 

 

 

​ 

დღის ამბები