"არის რიგი საკითხები, რიგი პრობლემები, რომლებიც მასწავლებლებს აწუხებთ და დაგროვებულია. უკვე მოგვმართეს, მე პირადად მომმართეს და ამ საკითხებთან დაკავშირებით გვინდა მათთან შეხვედრა, გასაუბრება, თუ როგორ ხედავენ ისინი სასკოლო საკითხებთან და მათი კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებში უფრო ინტენსიური იქნება, რათა მოვიცვათ უფრო ფართო მასები", - განაცხადა ამილახვარმა.