"ლანდშაფტის მაგია" - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გურამ ქუთათელაძის საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე მხატვრის 35 ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრებს შორის იყო კულტურის მინისტრიც. შედგა გურამ ქუთათელაძის შემოქმედების კატალოგის პრეზენტაციაც. გამოფენის დათვალიერება მსურველებს 15 ივნისამდე შეეძლებათ.