21 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
რუსთავში, ქვეყნის მასშტაბით პირველი მოქალაქეთა ასამბლეა იმართება

რუსთავის მერიის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში, ქვეყნის მასშტაბით პირველი მოქალაქეთა ასამბლეა იმართება.

მოქალაქეთა ასამბლეა, რუსთავის მერიასთან ერთად ეკო პროექტზე მუშაობს და მისი მთავარი განსახილველი თემა, რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიაა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ რუსთაველებთან ერთად უნდა შედგეს. ასამბლეა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა.

მოქალაქეთა ასამბლეა დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, დამოუკიდებლად და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, განსაზღვრონ ქალაქის მომავალი. ასამბლეის წევრები, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მოქალაქეები არიან.

დღის ამბები