15 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
"ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, პარტნიორებს ვესაუბროთ"- დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას დაესწრება

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა იწყება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება. განხილვის თემა, ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება.

აქცენტი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, საქართველოს პროგრესზე გაკეთდება. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

"ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს პარტნიორებს ვესაუბროთ, იმ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც საქართველო გადადგა. საუბარია 12 პუნქტის შესრულებაზე, რეფორმების დღის წესრიგზე და იმ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და იმ აქტივობებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოოს ევროკავშირს. ეს ჩვენი მომავალია, ერთ-ერთი მთავარი მიზანია და სწორედ ამ საკითხებზე გვექნება საუბარი. ასევე, გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ, რეგიონში არსებული უსაფრთხოებაზე", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები